ახალი ამბები
ხობში საბავშვო ბაღი გაქურდეს
ხობის #2 საბავშვო ბაღიდან ორი ტელევიზორი მოიპარეს. როგორც რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, პოლიციამ ქურდობის ფაქტი უკვე გახსნა და დაკავებულია ერთი პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული ი.ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის N2 საჯარო ბაღიდან 2 პატარა ტელევიზორი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ი.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა“, - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ტელევიზორები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება  სსსკ 177-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.




Print