ახალი ამბები
წალენჯიხაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მერიის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მრავალბინიანი კორპუსი.



ქალაქის გარდა, დაზარალდა მუნიციპალიტეტის სოფლებიც.

ლიაში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლს მეხი დაეცა, რის შედეგადაც სახლის კედელი ჩამოინგრა.

შემთხვევის დროს ოჯახის წევრები პირველ სართულზე იმყოფებოდნენ, თუმცა არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

უამინდობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა ელექტროენერგია მოსახლეობის ნაწილს.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას, რათა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.

Print