ახალი ამბები
ივანიშვილი რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნაზე: მატყობინებენ, რომ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნა, სავარაუდოდ, პროტოკოლური შეცდომა იყო. მისივე თქმით, იზიარებს საქართველოს მოსახლეობის აღშფოთებას პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, - წერს ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაია: რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს


Print