ახალი ამბები
თვითმხილველი: ფოსტის შენობის ფანჯრიდან ჩამოვარდნილი მინა ბავშვებს ცოტათი ასცდა
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ფოსტის შენობის ერთ-ერთი ფანჯრიდან მინა ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს ქუჩაში ხალხმრავლობა იყო და ჩამოვარდნილი მინა გამვლელ ბავშვები რამდენიმე წამით აცდა.

ტერიტორია მინის ნამსხვრევებიდან შენობის პირველ სართულზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეებმა გაასუფთავეს.


Print