რეგიონი
ჩხოროწყუს მერი რუს დეპუტატებზე: რაც ხდება მარაზმია!
ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში! ის რაც ხდება არის მარაზმი, - ასე გამოეხმაურა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა დუმის დეპუტატების ყოფნას ქვეყნის პარლამენტში. მან ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. სესიაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ. საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე:

ივანიშვილი რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნაზე: მატყობინებენ, რომ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა
Print