პოლიტიკა
ედიშერ თოლორაია რუს დეპუტატებზე: სრულიად ვიზიარებ მოქალაქეების აღშფოთებას
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია რუსი დეპუტატების საქართველოში ყოფნას გამოეხმაურა. პარლამენტის წევრი მოქალაქეების აღშფოთებას სრულიად იზიარებს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა პარლამენტის სასესიო დარბაზში.

"დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში იმ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი რაიმე სახის ფორუმს ხელმძღვანელობდეს, რომლის სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ეს არამარტო ჩემი შეხედულებაა, არამედ, ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია", - ამბობს ედიშერ თოლორაია.

ამ დროისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: რუსი დეპუტატების კადრების ნახვა ემოციურად მძიმე იყო





Print