ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: დევნილების დღეს ვპირდები მათ, რომ რუსული ოკუპაცია მავთულხლართების დაშლით დასრულდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმიანება დევნილების საერთაშორისო დღეს. ციხელაშვილი წერს, რომ მავთულხლართების დაშლით დასრულდება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.

„იმ 300000 დევნილს, რომელიც „ერთმორწმუნე“ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გამო დღემდე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა და დავპირდე, რომ ყოველდღიური ბრძოლა, რომელიც გულის სისხლს მოითხოვს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მათი უფლებებისათვის, აუცილებლად გაგრძელდება და მავთულხლართების დაშლით დასრულდება საქართველოში“, - წერს მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

20 ივნისს მთელს მსოფლიოში დევნილების დღე აღინიშნება.

Print