ახალი ამბები
ბოლო დღეების განმავლობაში წალენჯიხა სტიქიამ მეორედ დააზარალა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოვარდნილმა ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა მოგლიჯა ხეები, ჩახერგა წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარისა და ლია-წალენჯიხის სამანქანე გზის მონაკვეთები.
დაზიანდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ადმინისტრაციული შენობის სახურავები. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა აღდგენილია.

სტიქიის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია სწავლობს არსებულ მდგომარეობას. ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსული ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ორი დღის წინაც.

Print