ახალი ამბები
აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს ოპერაცია უტარდება
ზუგდიდელ მსახიობს დიმიტრი ნაყოფიას, რომელიც გუშინ აქციაზე დაშავდა, ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი მეგობრების ინფორმაციით, ნაყოფია გუშინ აქციაზე „სირცხვილია“ იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცავებმა მათი დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყეს. ზუგდიდელ ახალგაზრდა მამაკაცს, რეზინის ტყვია მარცხენა თვალის არეში მოხვდა.

„წუხელ აქციის დაშლისას, როცა გარბოდნენ, პოლიციის წინ აღმოჩნდა და მაშინ ესროლეს, როგორც ვიცი. ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. დღეს დილით კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ოპერაცია გაეკეთებინათ“, - გვითხრა ნაყოფიას მეგობარმა ნიკა ლაშხიამ.

ზუგდიდისა და გრიბოედოვის თეატრების მსახიობი დიმიტრი ნაყოფია აქციაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის ძალის გამოყენებით დაშლისას ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტები და სამართალდამცავები. 

ფოტო: ინდიგო

ამავე თემაზე:

პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს
Print