ახალი ამბები
თაზო ფაცაცია მზადაა აქციაზე დაშავებულს საკუთარი თვალი დაუთმოს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა, აქციის დაშლისას დაშავებულ დემეტრე ნაყოფიას, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თვალი დაუთმოს.

„დემეტრე ნაყოფია არის ჩემი სამეგობრო და საძმაკაცო, ის გულანთებული ახალგაზრდა ზუგდიდელია, მეგრელია და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თუ მას თვალის პრობლემა ექნება ჩემს თვალს დავუთმობ! მე ვიქნები მისი დონორი”, - წერს ფაცაცია.

თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ გუშინ თბილისში "მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კი არა, ძალის გამოყენებით სახელმწიფოზე თავდასხმა იყო". 

რაც შეეხება დემეტრე ნაყოფიას, მას ამ წუთებში მარცხენა თვალზე, სადაც რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი, ოპერაცია უტარდება.

Print