ახალი ამბები
ნუ გვესვრი - აქციას ჟურნალისტები ზუგდიდშიც შეუერთდნენ (ფოტო)
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას ზუგდიდში ადგილობრივი ჟურნალისტები შეუერთდნენ. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი გუშინ თბილისში, პარლამენტის წინ ჟურნალისტების უფლებების შელახვისა და საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო.

აქციის დაშლის დროს თბილისში, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის შესუნთქვის შედეგად, მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.


.


Print