ახალი ამბები
„ცოტას გაგრილდებიან", "დაბოლილებზე ბოლი არ მოქმედებს“ - სენაკელი საჯარო მოხელე პოსტების ავტორობას უარყოფს

სენაკის მერიის თანამშრომელი ირმა კუპრეიშვილი, რომლის ფეისბუქ გვერდზე გუშინ თბილისში აქციის ძალის გამოყენებით დაშლის პარალელურად პოსტები იწერებოდა, ავტორობას უარყოფს.


 

გამოქვეყნებული პოსტები ასეთი შინაარსის იყო: „არაუშავს, გაგრილდებიან ცოტას, 7 ნოემბერი ხომ არ არის, ვინმეს შესცივდეს“, „დაბოლილებზე ბოლი არ მოქმედებს“.

„ფეისბუქი დამრჩა და ვიღაცამ ისარგებლა. რაც შეეხება რუსი დეპუტატების პარლამენტში ყოფნას, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართველი პატრიოტისთვის და შეურაცხყოფაა, მაგრამ დესტაბილიზაციის გარეშე უნდა მოგვარდეს. პოლიცია მაქსიმალურად ცდილობდა თავშეკავებას. გვიანობამდე ტელევიზორს არ ვუყურებდი და მერე რა მოხდა, არ ვიცი. ახალგაზრდები ნამდვილად აღშფოთებულები იყვნენ და რაც გამომიქვეყნეს, არ ვიზიარებ არანაირად“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კუპრეიშვილმა.


ამჟამად სოციალურ ქსელში ირმა კუპრეიშვილის ფეისბუქ გვერდი აღარ იძებნება. მან გვითხრა, რომ პროფილი იმიტომ წაშალა, რომ სხვამ ისარგებლა.

ამავე თემაზე:

აქციის დაშლისას დაშავებულ ზუგდიდელ მსახიობს თვალი შეუნარჩუნეს


 

Print