რეგიონი
ზუგდიდში საპროტესტო აქცია დაიწყო
ზუგდიდის ბულვარში აქცია სახელწოდებით "ვერ დაგვაბრმავებთ" მიმდინარეობს. ისინი თბილისში აქციის ძალის გამოყენებით დაშლას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები უჭირავთ: "ყველას ვერ დაგვაბრმავებთ, მტერი გიჩანთ", "ეს ყველას ბრალია", "რუსეთი ოკუპანტია", "ბოდიში თვალს ვერ ჩაანაცვლებს", "არა მცოცავ ოკუპაციას" და სხვ.


შეკრებილები ჯერ დაშლას არ აპირებენ და ადგილზე რჩებიან.

ამავე თემაზე:
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქცია დაიგეგმა



Print