ახალი ამბები
სოხუმი: ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ის ტურისტები, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ
აფხაზეთის ტურისტული სფერო მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა განაცხადა.

„ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. გარდა ამისა, ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზიმიც“, - დასძინა მან.

20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით აკრძალვით გამოეხმაურა.

ამავე თემაზე:

საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება

Print