რეგიონი
ხობში მეცხრე კლასელი ბავშვი მდინარეში დაიხრჩო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში, მდინარე ხობში მეცხრე კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო წასული. მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მას წყალში გული გაუსკდა.

შემთხვევა დღეს მოხდა.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
Print