ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ამჯერად ჯიპებს 5 000-დან 20 000-მდე ლარით ნაკლებად ყიდის
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი მაღალი გამავლობის ავტომობილი, რომელსაც პირველ ჯერზე მყიდველი არ გამოუჩნდა, აუქციონზე ისევ გაიტანა. ამჯერად ჯიპები 5 000-დან 20 000-მდე ლარით ნაკლებად იყიდება.



TOYOTA LENDCRUISER LC 150

კერძოდ, TOYOTA PRADO (2008წ) ნაცვლად 30 000-ისა 25 000 ლარად იყიდება. 20 000 ლარით ნაკლებად არის შეფასებული LEXUS GX 470 (2008წ), მაშინ როდესაც პირველ ჯერზე მისი საწყისი ფასი 60 000 ლარი იყო. TOYOTA LENDCRUISER LC 150 (2011წ) თითქმის 13 000 ლარით ნაკლებად - 35 000 ლარად იყიდება. ავტომობილების ძრავის მოცულობა 4.7- 4.7 და 4-ია.



TOYOTA PRADO

აუქციონი ხვალ იწურება და ამ ეტაპზე მყიდველი მხოლოდ TOYOTA LENDCRUISER LC 150-ს ყავს და აქ 4 ბიჯი ფიქსირდება. შესაბამისად, მისი ფასი ოდნავ გაიზარდა.

მერიამ ორი TOYOTA LENDCRUISER PRADO-ს მარკის ავტომობილი აუქციონზე გასულ კვირაში გაყიდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც 44 400 ლარად გაიყიდა, საკრებულოს თავმჯდომარის სარგებლობაში იყო, რაც შეეხება მეორე მანქანას, ის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნოდა და 48 240 ლარად გაიყიდა.


Print