ახალი ამბები
რაულ ხაჯიმბა: საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ტერმინზე „ოკუპირებული“
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, რომელზეც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების თეზისი „აფხაზეთის ოკუპაციის“ შესახებ, საფუძველს მოკლებულია, წერს გამოცემა „აიაირა“. მან აღნიშნა, რომ „აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც სამოკავშირეო ურთიერთობებს ავითარებს რუსეთთან  სამართლებრივ საფუძველზე“.

„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეები ცდილობენ შექმნილი ვითარების გამო რუსეთს დასდონ ბრალი. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორების“ გამოყენებაზე უარი უნდა თქვას, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და საკუთარი შიდაპოლიტიკური პრობლემები ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩათრევის გარეშე უნდა გადაწყვიტოს, -განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

სხდომაზე, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს, „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განსახილველად გაიტანს "საქართველოს პარლამენტარების მხრიდან აფხაზების მიმართ ტრიბუნიდან წარმოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს".

ამავე თემაზე:
აფხაზური მხარე აკაკი ბობოხიძის რუსული დელეგაციის მიმართ ნათქვამზე რეაგირებას ითხოვს




Print