რეგიონი
ლაშა გოგიას და გია გულორდავას პატიმრობა მიესაჯათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი გია გულორდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2-2 წელი პატიმრობა, 4-4 წელი კი პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიიღო.

ზუგდიდის ყოფილ მერი და ვიცე მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული იყო მერიის მაღალჩინოსანი თენგიზ ქობალიაც. მათთან ერთად დაკავებული იყო მოქალაქე ხუტა ბაღათურია.

უფრო ადრე, 2018 წლის სექტემბერში გოგიამ და გულორდავამ თანამდებობები დატოვეს.
Print