რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე რეზინის ტყვიებით აქციის დაშლის აკრძალვას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ხელს აწერს პეტიციას, რათა აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა. როგორც წოწერიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ტყვიები ლეტალური არ არის, ადამიანების დასახიჩრებას იწვევს.

ამ დროისთვის პეტიციას, რომლის ინიციატორი სამოქალაქო მოძრაობაა, ხელს 5200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

20 ივნისის ღამით, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას რეზინის ტყვიებით დაშავებული ადამიანებიდან რამდენიმე კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათგან ორი მართვით სუნთქვაზეა. ამასთან, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.
Print