ახალი ამბები
მეგრული ფოლკლორის ფესტივალის ჩასატარებლად მერიამ 32 ათას ლარზე მეტი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის „კოლხი და...“ ორგანიზებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 32 308 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს: მოწვეული სტუმრების სასტუმროში დაბინავება (კვება), სცენის გაფორმება, ღონისძიების წამყვანის მომსახურება, ჯილდოსა და სასაჩუქრე ნივთების მოწოდება, ფეიერვერკების გაშვება დსხვ.

მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში 18 ივნისს დაფუძნდა.

ფესტივალში მონაწილეობას, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიება, რომელიც ვლაქერნობის დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება, 16 ივლისს გაიმართება.





Print