ახალი ამბები
„კოკა კოლას თასი" აფხაზეთის მე-15 სკოლამ მოიპოვა
ბათუმის „რაგბი არენაზე“ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის, „კოკა-კოლას თასის“ საიუბილეო, 25-ე გათამაშების ფინალური მატჩები ჩატარდა და 2019 წლის გამარჯვებული გამოვლინდა. შეჯიბრში მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1089 სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

ფინალში ერთმანეთს აფხაზეთის მე-15 და თბილისის 39-ე საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ და გამარჯვება აფხაზეთის სკოლამ მოიპოვა, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს. 


მატჩების დასრულების შემდეგ საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებს და მოთამაშეებს  თასები, მედლები და ინდივიდუალური ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს. აღნიშნულ პრიზებთან ერთად გუნდებს "კოკა-კოლას" სამახსოვრო საჩუქრები და მაკდონალდსის ვაუჩერები გადაეცათ.


Print