რეგიონი
ანაკლიის აკვაპარკი პირველ ივლისს გაიხსნება
ანაკლიის აკვაპარკში საზაფხულო სეზონი ოფიციალურად პირველ ივლისს გაიხსნება. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ერთჯერადი აბონემენტის ფასი 15 ლარს შეადგენს, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასო იქნება. გასართობი ობიექტი დამსვენებლებს დილის 11-დან საღამოს 19 საათამდე მოემსახურება.

აკვაპარკი 2012 წელს აშენდა და ის კანადურმა კომპანიამ “White Water West” დააპროექტა.
Print