ახალი ამბები
გეგა შენგელია: ორშაბათს მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერიაში რეორგანიზაცია ორშაბათს გამოცხადდება. ამის შესახებ შენგელიამ მერის მოადგილეების წარდგენის შემდეგ განაცხადა. მერი რეორგანიზაციის დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა შემცირებებსაც არ გამორიცხავს.

„ვგეგმავთ რეორგანიზაციას და უკვე ორშაბათს გამოცხადდება. სტრუქტურული გადაადგილებები, სხვა კონცეფციით გადალაგება იგეგმება, რომელიც უფრო მოქნისლსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის მერიის გუნდს. თანამშრომლების მიმართულებით შემცირებები დაგეგმილია არაა ,თუმცა აუცილებელი თუ გახდა, ვეცდებით შევქმნათ შედეგზე ორიენტირებული გუნდი“, - აღნიშნა შენგელიამ.

რაც შეეხება ახალ სახეებს, გიორგი შენგელია ამბობს, რომ მომავალში არც ახალი სახეების გამოჩენას გამორიცხავს.

რაც შეეხება მერის მოადგილეს მაიზერ ნანავას, გიორგი შენგელიამ თქვა, რომ ნანავა გუნდში რჩება.

"მაიზერ ნანავა რჩება პარტიაში, ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, თუმცა, სხვადასხვა მიმართულებით", - დასძინა შენგელიამ.

მან საკუთარ პირველ მოადგილედ გიგა ფარულავა, მეორე მოადგილედ კი კონსტანტინე კაკავა დანიშნა.

Print