ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს ახალი წევრი ეყოლება
ზუგდიდის საკრებულოში კონსტანტინე კაკავა, შესაძლოა, ჯონი ზარანდიამ ჩაანაცვლოს. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწორიამ კაკავას მერის მოადგილედ წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. მისვე თქმით, ზარანდიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან კაკავას შემდეგ რიგითობის მიხედვით ის მოდის.

კანონმდებლობის თანახმად, ზუგდიდის საკრებულო 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს, რათა ოლქმა საკრებულოს ახალი წევრის ვინაობა განსაზღვროს, ამის შემდეგ კი საკრებულო მის უფლებამოსილებას ცნობს.

ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ვიცე მერი და მეორე მოადგილე დღეს წარადგინა.

მავე თემაზე:
ზუგდიდის მერი ახალ მოადგილეებზე: ეს არის გუნდი, ვისთან ერთადაც ვგეგმავ უკეთესი რეალობის შექმნას (ვიდეო)
Print