ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია: მჯერა, ახალი გუნდი ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ახალ მოადგილეებს გიგა ფარულავას და კონსტანტინე კაკავას თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა.

,,ვულოცავ ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებს - გიგა ფარულავას და კონსტანტინე კაკავას ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნას. მივესალმები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდა, ნიჭიერი, ღირსეული პროფესიონალების წარმოჩენას. მჯერა, ახალი გუნდი ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს და შეუქცევად პროცესად აქცევს ახალგაზრდების, წარმოჩენასა და მათ ჩართვას მუნიციპალიტეტის განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესებში” - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ ახალი მოადგილეები დღეს წარადგინა.






Print