ახალი ამბები
ზუგდიდში “პატრიოტთა ალიანსის” აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ადგილობრივებთან ერთად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხია შეკრებილი. მათი თქმით, ისინი ზუგდიდში საქართველოში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ. ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ პარტიის ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი. "არა ნაციონალურ მოძრაობას, ბოკერიას პარტიასა და ქართულ ოცნებას. დავიღალეთ მათი სპექტაკლებით. თბილისში რაც ხდება, წინააღმდეგაა ქართველი ხალხის. მაინცდამაინც ლგბტ უნდა გინდოდეს? არა ხელისუფლების გადაცემას, რასაც ახლა "ქართული ოცნება" აკეთებს. დავით გარეჯი საქართველოა და ეს არ გვავიწყდება არავის. მათ უნდათ, რომ სოხუმი და ცხინვალი არ დაბრუნდეს საქართველოში", - მიმართა შეკრებილებს დავით თარხან მოურავმა.

აქციასთან დაკავშირებით 16 საათიდან ზვიად გამსახურდიას გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია.
Print