ახალი ამბები
ანტისაოკუპაციო ბანერი პატრიოტთა ალიანსის აქციის პარალელურად ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში, მთავარ მოედანზე მიმდინარე აქციის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტებმა ანტისაოკუპაციო ბანერი გადმოფინეს და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
 მათ ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ. ერთ-ერთი აქტივისტის როსტომ ზარანდიას თქმით, მათ ჟესტით კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ევროპული კურსი და რომ რუსეთი ოკუპანტია.
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
Print