ახალი ამბები
"პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილეები დადიანების სასახლის ეზოში ვახშმობენ (ფოტო, ვიდეო)
"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ამ წუთებში დადიანების სასახლის ეზოში ვახშმობენ. მათ სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის კიტრი, პომიდორი, პური, ყველი, სავარაუდოდ, სასმელი ეზოში მერიის მიერ დადგმულ ახალ სკამებზე დააწყვეს. მათი ნაწილი ამბობდა, რომ უმჯობესი იქნებოდა სხვაგან "ევახშმათ", რათა ეზო არ დაენაგვიანებინათ,  თუმცა მეორე ნაწილის თქმით, ტერიტორიას ნარჩენებისგან  დაასუფთავებენ.
აქციის მონაწილემ, რომელმაც კამერასთან საუბარი და ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკვებით ისინი პარტიამ მოამარაგა. 

"პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე ადგილობრივებთან ერთად საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი იყო შეკრებილი. მათი თქმით, ისინი ზუგდიდში საქართველოში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად ჩამოვიდნენ.

ამავე თემაზე:

ანტისაოკუპაციო ბანერი პატრიოტთა ალიანსის აქციის პარალელურად ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)

ზუგდიდში “პატრიოტთა ალიანსის” აქცია მიმდინარეობს

Print