ახალი ამბები
მუჟავაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საამქროს სამუშაო ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26 მ3-მდე ფიცარი.

ამავე ცნობით, სახერხი საამქრო, მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაილუქა და მიმდინარეობს სამართალწარმოება.




Print