ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა აბიტურიენტების ნაწილი ე.წ. საზღვარზე გამოატარეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდის გავლით საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე აბიტურიენტმა შეძლო გადმოსვლა. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რუსმა სამხედროებმა ე.წ საზღვარზე გადმოსვლის უფლება ამ ეტაპზე მხოლოდ წლევანდელ კურსდამთავრებულებს მისცეს. 

„ჩემთან ერთად ალბათ ათამდე ბავშვი გამოუშვეს. ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თქვეს, რომ მხოლოდ იმათ გამოუშვებდნენ, ვისაც წელს ჰქონდა სკოლა დამთავრებული. ბევრი სახლშიც დაბრუნდა, ბევრი ადგილზე რჩება და ელოდება, რომ გამოუშვან“, - ამბობს აბიტურიენტი, რომელმაც ზუგდიდში გადმოსვლა შეძლო.

27 ივნისს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო აბიტურიენტების ნაწილმა ეროვნულ გამოცდების დღევანდელ სესიაზე ჩამოსვლას ვერ მოახერხა. წელს გამოცდებზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 150-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ისინი ოკუპირებულ გალში 27 ივნისს სასკოლო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდნენ. ამავე საღამოს კი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. აბიტურიენტების ნაწილმა გამოცდებამდე გადმოსვლა სხვადასხვა გზებით და მათ შორის, ფულის სანაცვლოდ მოახერხეს.

ამავე თემაზე:

სამინისტრო გალში მცხოვრებ აბიტურიენტებს მოუწოდებს, გამოცდებში მონაწილეობა შესაძლებლობის მიხედვით მიიღონ
Print