რეგიონი
“წადი”-ზუგდიდის ცენტრში კორპუსიდან გახარიას ბანერი გადმოფინეს
ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან შს მინისტრია გიორგი გახარიას ბანერი გადმოფინეს წარწერით “წადი”. ამ ჟესტით ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა შს მინისტრის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

20 ივნისის ღამით მომხდარი მოვლენების სიმბოლოდ მათ ბანერზე წითელი საღებავით სისხლის ლაქები აქვთ გამოსახული. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინიციატივით გახარიას გადადგომის მოთხოვნით ზუგდიდში აქციები პერიოდულად, 21 ივნისიდან იმართება.

ამავე თემაზე:

„წადი, ვერ დაგვაბრმავებთ“ - „თავისუფლების მარში“ ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
Print