ახალი ამბები
სამეგრელოს გუბერნიის თანამშრომელმა გიორგი გახარიას კალამბური მიუძღვნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა გვასალიამ შს მინისტრს კალამბური მიუძღვნა. როგორც გვასალიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რითმებში საკუთარი განწყობა გამოხატა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას მხარს უჭერს.

"დარწმუნებული ვარ, არცერთ პოლიციელს არ მისცემდა ბრძანებას, რომ ქართველისთვის ესროლა ან თვალები ამოეთხარა. მე მას კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორი ღვთისნიერი კაცია და ამ ბრძანებას არ გასცემდა. რა თქმა უნდა, ჩემი განწყობა იყო, ერთგვარად ხუმრობანარევი. ეს ჩემი პირადი განწყობაა, პირადი გვერდია და მინდა კალამბურს დავბეჭდავ, მინდა ოდას", - გვითხრა გვასალიამ.

მის გვერდზე გვასალიას სიტყვებს გაზიარებები და მოწონებები აქვს. მათ შორის, საჯარო მოხელეებისა და საკრებულოს დეპუტატების მხრიდან.

სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელი კი გვასალიას კალამბურს რითმებითვე პასუხობს და ასე აკრიტიკებს.

გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომას საზოგადოების ნაწილი 20 იანვრის ღამით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების გამო ითხოვს. დაახლოებით, ორი კვირის წინ, აქციის დაშლისას სპეცრაზმმა რეზინის სხვადასხვა სახეობის ტყვიები და ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად, დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის, რამდენიმემ თვალი და მხედველობა დაკარგა.
Print