ახალი ამბები
„გაიცანით 92 წითელ არმიელთაგან ერთ-ერთი“ - სტიკერები ზუგდიდის მაჟორიტერების ბიუროებთან (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას ბიუროებთან პლაკატები გააკრეს წარწერით „გაიცანით 92 წითელ არმიელიდან ერთ-ერთი“. ამ ფორმით მათ დეპუტატების მიერ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებისთვის ხმისმიცემა გააპროტესტეს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ მოითხოვეს შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

„მათ თავიანთი თანამოქალაქელის ნიკა მელიას წინააღმდეგ მისცეს ხმა და ამით დაიცვეს რუსი ოკუპანტი გავრილოვი. საქართველოში, მითუმეტეს ხელისუფლებაში არ უნდა გვყავდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც იცავენ რუს ოკუპანტს. სისტემა აუცილებლად დაინგრევა და „ქართული ოცნება“ თავისი "გახარიებით" და თვალთხარიებით აუცილებლად გადადგებიან. ისინი არ იქნებიან საქართველოში ძალიან მალე“,- თქვა მიშიკო ზალიკაშვილმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ისინი საპროტესტო აქციებს კვლავ გამართავენ.



Print