ახალი ამბები
ზუგდიდში სკოლების რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოცხადდა
ზუგდიდის მერიამ ქალაქისა და სოფლების რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ქალაქის მეთერთმეტე და ცაიშის საჯარო სკოლები რეაბილიტირდება. ამავე ინფორმაციით, №11 სკოლის სარებილიტაციო სამუშაოების შესყიდვებისთვის 70 ათასზე მეტი ლარი, ცაიშის სკოლისთვის კი, დაახლოებით, 100 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მეთერთმეტე სკოლის რეაბილიტაცია ხელშკერულების დადებიდან, დაახლოებით, ორ თვეში, ცაიშის სკოლის რეაბილიტაცია კი, თვენახევარში უნდა დაასრულოს.

გარდა ამისა, ქალაქის №1 და №9, ანაკლიის, შამგონის, ახალსოფლის, ინგირის №1 ,კახათის №2 და კორცხელის საჯარო სკოლებში შიდა სველი წერტილები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ჯამში 400 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.

უფრო ადრე მერიამ ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვისაც გამოაცხადა ტენდერი


Print