ახალი ამბები
მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის მორების ტრანსპორტირებას დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა. ინფორმაციას, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს.

Print