რეგიონი
USAID-მა კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ზუგდიდში შეხვედრა გამართა
საქართველოში USAID-ის პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან.

შეკრებილებმა განიხილეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკები და მათი მართვის შემუშავება პროფესიონალურ დონეზე.

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა, მიზნად საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს. პროექტის ფარგლებში, კატასტროფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ახორციელებს ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center).


Print