რეგიონი
ზუგდიდში „ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, თბილისის „ბიგ ბენდის“ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 14 ივლისს, „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „CHEK IN GEORGIA“-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდება.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ის 19 საათზე დაიწყება.

Print