რეგიონი
გალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ოკუპირებული გალის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ბეგლარ წილოსანს, რომელმაც სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი არასრულწლოვან შვილთან ერთად გასულ კვირაში გადაკვეთა, ორი თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალად „საზღვრის უკანონო კვეთა“ ედება.

რუსთავში 1 ივლისს არასრულწლოვანი გოგონა დაიკარგა, რომელსაც დედა რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. როგორც გაირკვა, გოგონა მამამ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაიყვანა. ბავშვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად სახლში დააბრუნეს.
Print