რეგიონი
ზუგდიდის მერიამ შენობის სარემონტოდ ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 34 ათასამდე ლარს გამოყოფს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ორი ავტოფარეხის, კანცელარიისა და 7 სხვა სამუშაო ოთახის, ასევე, მეორე სართულის დერეფნის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს.

სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 25 დღეში უნდა დასრულდეს.

ტენდერში წინადადებები 19-დან 22 ივლისის ჩათვლით მიიღება.


Print