ახალი ამბები
შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილით სარგებლობისთვის არაუფლებამოსილი პირი 50 ლარით დაჯარიმდება
შშმ პირებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით სარგებლობის შემთხვევაში არაუფლებამოსილ პირს ჯარიმის გაზრდილი რაოდენობის გადახდა მოუწევს. ჯარიმის რაოდენობის გაზრდაზე ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დღეიდან შევიდა.

ცვლილების თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმ შემთხვევაში, თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის, მას 150 ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ორ ადგილას შშმ პირებისთვის პარკირების ადგილი მოეწყო

Print