რეგიონი
მშენებარე ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე ატარებს
ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს.

ვლაქერნობის სადღესასწაულო მსახურებას მეუფეები, სხვა სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული მრევლი ესწრება. ზუგდიდში ვლაქერნობის აღნიშვნა დღეს დილის 9 საათიდან დაიწყო, როცა ღვთისმშობლის კვართი და წმინდა ნაწილები დადიანების მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და მსვლელობით საკათედრო ტაძარში მოაბრძანეს.


Print