რეგიონი
მეუფე გერასიმე ხელისუფლებას ვლაქერნობის დღესასწაულის დასვენების დღედ გამოცხადებას სთხოვს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე მიიჩნევს, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს ისაუბრა. მისივე თქმით, დღეს ორშაბათია, რის გამოც ყველა მსურველმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.

“მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს დღე გამოაცხადოს დასვენების დღედ ზუგდიდში, რათა ყველა მორწმუნეს ჰქონდეს საშუალება, რომ სიწმინდე მოილოცოს”,-აღნიშნა მეუფემ.

ვლაქერნობის აღნიშვნა ტრადიციულად დადიანების მუზეუმიდან დაიწყო და ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრამდე მსვლელობით დასრულდა. მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო წირვა პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიო აღავლინა. ამის შემდეგ მომლოცველებს საშუალება ჰქონდათ ღვთისმშობლის სამოსელისთვის და სხვა სიწმინდეებისთვის ემთხვიათ.



ამავე თემაზე:

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ (ფოტო)

მშენებარე ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე ატარებს



Print