რეგიონი
ზუგდიდში ვლაქერნობა აღნიშნეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა დღეს დილით 9 საათზე, მუზეუმის საცავიდან ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებით დაიწყო. 
სასულიერი პირებმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან ერთად კვართი და წმინდანთა ნაწილები გამოაბრძანეს და მსვლელობითა და გალობით მშენებარე საკათედრო ტაძრისკენ გაიმართნენ.

მრევლს დღესასწაული მეუფე გერასიმემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საზეიმო წირვა ივერიის ღვთისმშობლის პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო შეუერთდა. მან წირვა-ლოცვა მეუფე გერასიმესთან ერთად აღავლინა. მოგვიანებით კი მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეუფე გერასიმემ კი დღევანდელი დღე განსაკუთრებულად აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს მიულოცა.

ვლაქერნობის დღესასწაულზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდნენ. ტაძარში დილიდან იმყოფებოდნენ მომლოცველები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, აფრიკის კონტინენტიდანაც.

საზეიმო წირვა საკათედრო ტაძარში უკვე დასრულდა. მორწმუნეებს საშუალება აქვთ, სიწმინდეებს ემთხვიონ.

ამავე თემაზე:

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას აფრიკიდან ჩამოსული ადამიანებიც ესწრებიან

მეუფე გერასიმე ხელისუფლებას ვლაქერნობის დღესასწაულის დასვენების დღედ გამოცხადებას სთხოვს

ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ (ფოტო)


Print