ახალი ამბები
ვლაქერნობის ტრაპეზს ის სტიქაროსანიც ესწრება, რომელიც ჟურნალისტებს დაუპირისპირდა (ვიდეო)
ზუგდიდის მერიამ 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვლაქერნობის დღესასწაულის ტრაპეზისთვის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 20 ათასი ლარი გამოუყო. სადღესასწაულო ტრაპეზი რესტორან „თავადურში“ გაიმართა. მას უმეტესად სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები, მათ  შორის, საჯარო მოხელეების, ზუგდიდის მერიის ააიპ-ები თანამშრომლებისა და ექიმების ნაწილი დაესწრო. ტრაპეზზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, ასევე, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია.

სადილზე აფრიკელი მომლოცველებიც დაპატიჟეს, რომლებიც ზუგდიდში სპეციალურად ვლაქერნობის დღესასწაულზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

ტრაპეზს ასევე ესწრება სტიქაროსანი, რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაუპირისპირდა და თანმხლებ პირებთან ერთად მათ პატრიარქის თანამოსაყდრისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. გიგა ჩიკვილაძე რესტორნიდან სოციალურ ქსელში ვიდეოებსაც ავრცელებს.



Print