რეგიონი
ზუგდიდის მერი: ვლაქერნობის უქმე დღედ გამოცხადებაზე ვიმსჯელებთ
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, ვლაქერნობის დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ შენგელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა. მისი თქმით, მისაღებია მეუფე გერასიმეს ინიციატივა, რომ ზუგდიდში 15 ივლისი დასვენების დღე იყოს.

„თუ სამუშაო დღეა, ადგილობრივები  ტაძარში ექვსი საათის შემდეგ მიდიან, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ჩვენს თანაქალაქელებს. ამიტომაც ეს ინიციატივა მისაღებია, მერიაში და შემდეგ საკრებულოში ვიმსჯელებთ და თუ იქნება შეთანხმება, შესაძლოა, ადგილობრივად უქმე დღედაც გამოცხადდეს“, - გვითხრა შენგელიამ.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე მიიჩნევს, რომ ვლაქერნობის დღესასწაული, 15 ივლისი ზუგდიდში დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ ვლაქერნობას მან მშენებარე ტაძარში სადღესასწაულო ქადაგების დროს ისაუბრა. მისივე თქმით, დღესასწაულის სამუშაო დღეს დამთხვევის გამო ყველა მსურველმა ტაძარში მოსვლა ვერ მოახერხა.



Print