ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები მოსკოვში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და სტამბოლშიც გაიმართება
მოსკოვში, ჩერქეზეთსა და სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას „აბხაზია ინფორმი“ აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 35 საარჩევნო ოლქი და 152 საარჩევნო უბანია.

დღეს, 16 ივლისს საარჩევნო კომისია ასრულებს დოკუმენტაციის მიღებას და წყვეტს საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციას. რაც შეეხება კანდიდატების რეგისტრაციას, ის არაუგვიანეს 26 ივლისს დასრულდება.

დარეგისტრირებული კანდიდატების სია ასე გამოიყურება: ასტამურ კაკალია, ალმას ჯაპუა, ასტამურ ტამბა, ასტამურ ოტირბა, შამილ ადზინბა, ასტამურ ანკვაბი, ოლეგ არშბა, რაულ ხაჯიმბა და ასლან ბჟანია. ასევე დარეგისტრირებულია 3 პარტია - "აკზაარა", „ედინაია აბხაზია" და "ამცახარა“.

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ჩატარდება.

Print