ახალი ამბები
მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში სოფლების იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ვიზიტორების დახმარებით, გაიწმინდა და მოეწყო დროებითი სავალი ნაწილი. 

სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს ოქმი, რის საფუძველზეც სამშენებლო კომპანია შპს „ლიდერ+“ შესაბამისი ტექნიკის დახმარებით მონაკვეთს სრულად გაწმენდს.


Print