რეგიონი
ცენტრი "აფხაზეთის" თანამშრომლებმა პროექტის ზოგადი მართვის თემზე ტრენინგები გაიარეს (ვიდეო)

15-16 ივლისს ზუგდიდში, ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ დაფუძნებული, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა პროექტის მართვისა

და ანგარიშგების თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის 15-მდე თანამშრომლმა.

ტრენინგის მიზანი: პროექტის დაგეგმვის, მართვის, ანგარიშგების პროცესებზე ერთიანი მიდგომის ქონა. ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: პროექტის სასიცოცხლო ციკლი და მისი თავისებურებები, პროექტის დაგეგმვის და განხორციელების ფაზა/კონტროლი, ანგარიშგება და სხვა. ტრენინგი მოიცავდა ასევე სხვადასხვა ჯგუფურ სამუშაოებს.

ცენტრი „აფხაზეთი“ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ამ ეტაპზე 5 მიმდინარე პროექტი აქვს. პროექტების ბენეფიციარები არიან დევნილები, მასპინძელი თემი, გამყოფი ხაზის გასწვრივ მოქმედი მეწარმეები, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, ადგილობრივი ორგანიზაციები და სხვა.

R

 

Print