ახალი ამბები
სამეგრელოს რამდენიმე სკოლაში პირველკლასელები არ ეყოლებათ
მომდევნო, 2019-2020 სასწავლო წლისათვის საქართველოს მასშტაბით სკოლებში 53 506 პირველკლასელი დარეგისტრირდა. 108 საჯარო სკოლაში კი არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება. EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მათ შორის სამეგრელოს რამდენიმე რეგიონის სკოლაცაა.

კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწისა და დოშაყეს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონისა და ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის №2 საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს პირველკლასელების გარეშე შეხვდებიან.

გარდა ამისა, პირველ კლასში მოსწავლეები აფხაზეთის №15 და №22 საჯარო სკოლებშიც არ დარეგისტრირებულა.

წყარო: EDU.ARIS.GE


Print