რეგიონი
ქაიან ბელქანიას კომპიუტერს უყიდიან
9 წლის ქაიან ბელქანიამ, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო, წალენჯიხის მერიის ხელმძღვანელი პირები და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ. მათ პატარა ქაიანისგან ასტრონომიაზე მისი შეხედულებები მოისმინეს. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გასულ თვეში  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადააგზავნეს და შესაბამის რეაგირებას ელოდებიან. ამასთან, ლირა ღურწკაია ქაიანს პერსონალურ კოიმპიუტერს დაჰპირდა.

მუნიციპალიტეტის მერია კი სოციალურად დაუცველ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
Print